რეგიონული განვითარების ფონდიდან ახმეტაში რვა პროექტი დაფინანსდა
რეგიონული განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, რვა ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. ახმეტის მერის, მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 499 690 ლარია გამოყოფილი.
“რეგიონული განვითარების ფონდიდან ახმეტაში 8 პროექტია დაფინანსებული. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზის, ქალაქ ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და ახმეტის ქუჩების რეაბილიტაცია, სოფელ მატანსა და სოფელ აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა. პროექტების ღირებულება შეადგენს 1 499 690 ლარს. ზოგი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ზოგზე კი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოვაცხადეთ. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდში ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტუ პროექტი უნდა წარვადგინოთ“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი