ახალი ამბები

ლაგოდეხის ორ სოფელში დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ადგილობრივებმა საკონსულტაციო შეხვედრების დროს ეს საკითხები დაასახელეს. უწყების ინფორმაციით, პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
,,სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყობა დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი. პროექტის განხორციელებისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან გამოიყოფა”,– აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.