გურჯაანის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა. გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 717 639 ლარი გამოიყო, რომელიც ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. ნატო გონგაძის თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 27 483 ათასი ლარი, ხოლო სკოლების მცირე რეაბილიტაციისთვის 450 ათასი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის ცვლილებებს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
“მთავრობის განკარგულებით, ვაჩნაძიანის 4 შიდა საუბნოს გზის რეაბილიტაციის პროექტი დაგვიფინანსდა და ის აისახა ადგილობრივ ბიუჯეტში. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სკოლებში ბავშვებისა ტრანსპორტირებისათვის გამოგვეყო 27 000 ლარზე მეტი და ასევე სკოლების მცირე რეაბილიტაციისათვის 450 000 ლარიც დაემატა ადგილობრივ ბიუჯეტს. ეს ცვლილებები აიასახა მთავარ საფინანსო დოკუმენტში“, – განაცხადა ნატო გონგაძემ.
ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ავტოტი: ნიკოლოზ ესიტაშვილი