ახალი ამბები

გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გომბორი-ვაზიანი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა. 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე დილიდან გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, გზა თოვლის საფარისგან გაიწმინდა და ქვიშა-მარილი დაიყარა.
,,ამ ეტაპზე ყველა სახის ავტოტრანსპორტს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია გადაადგილება. დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის თოვლის საფარისგან წმენდა, პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა მარილი”– აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.