ახალი ამბები

გურჯაანის საავადმყოფოში გრიპით ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის გრიპით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 1 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა თევზაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
“9 ბავშვს და 7 მოზრდილს თერაპიული მკურნალობა უტარდება, ხოლო ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მხოლოდ ერთი პაციენტია მართვით სუნთქვაზე. 7 პაციენტს ექიმის დანიშნულების მიხედვით ეძლევა ტამიფლუ”, – განაცხადა ზაზა თევზაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ექიმის დანიშნულებით ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან უფასოდ მიიღებს.
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კი სწავლის პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი