საგარეჯოში მე-5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ საგარეჯოში მე-5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება საბავშვო ბაღის შენობის მთლიანი ინფრასტრუქტურა.
უწყების ინფორმაციით, ბაღის რეაბილიტაციას რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
,,სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება როგორც შიდა კომუნიკაციები ასევე გარემონტდება გარე ფასადი, შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე კეთილმოეწყობა ეზო. ბაღის რეაბილიტაციას რეგიონალური პროგრამების განვითარების ფონდი ახორციელებს და პროექტის ღირებულება 346 838 ლარია’’, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.