ახალი ამბები

საახალწლოდ თელავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილმა პრემია მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილმა საახალწლოდ ფულადი ჯილდო მიიღო. ხელმძღვანელებმა მათი წახალისება გადაწყვიტეს და საახალწლოდ ბიუჯეტიდან პრემიებისთვის 129 400 ლარი დახარჯეს. თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლების ფინანსური წახალისების უფლება კანონით ჰქონდა.
“ჯილდო შესაძლებელია გაიცეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით წლის განმავლობაში თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოსა და შეფასების მიხედვით. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული თანამშრომლებისთვის წლის ბოლოს მიგვეცა ჯილდო. ეს არ არის საახალწლო პრემია, ეს არის ჯილდო, რომელიც შეგვიძლია მივცეთ შეფასების მიხედვით”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი.