თესაუში თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
იაკობ გოგებაშვიულის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
თელავის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ფრაქციების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ბიუჯეტის პროექტის პრიოროტეტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათი შენიშვნები მოისმინეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულოსგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა. თელავის მერის განმარტებით, საკრებულოს რეკომენდაციები, შენიშვნები და მოსახლეობის ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად აისახება.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 21 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მისი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული მიმართულება იქნება.
,,ბიუჯეტის პროექტით ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება გაიზარდა. ინფრასტრუქტურის დაფინანსება 33%-ით გაიზარდა და 6 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით. ასევე სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზრდება 9%-ით, განათლებაც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და ამ მიმართულებით 22%-იანი ზრდა გვექნება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებაზე გამოყოფილი თანხა კი წინა წელთან შედარებით 16%-ით მოიმატებს. მთლიანობაში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 21 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, პროექტების განხორციელებისათვის ამ თანხას დაემატება რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსება. ეს იქნება, სავარაუდოდ, 13 მილიონ ლარამდე თანხა. ამ დროისთვის საკრებულომ რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტი უკან დაგვიბრუნა. იმ რეკომენდაციებს და საჯარო განხილვაზე გამოთქმულ ინიციატივებს დავამუშავებთ და ავსახავთ შეძლებისდაგვარად მომავალი წლის ბიუჯეტში’’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი