გაერთიანებულმა ოპოზიციამ ინაუგურაციის პარალელურად შესაძლოა, თელავში საპროტესტო აქცია გამართოს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად შესაძლოა, თელავში საპროტესტო აქცია გამართოს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად თელავი განიხილება. მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
“ჩვენ, რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება.