ახალი ამბები

ზურაბიშვილი – მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც პენსიებს გაზრდის

“მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც პენსიებს გაზრდის,” – განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დედოფლისწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ პროგრამაზე ლანძღვა-გინების ფონზე არ უნდა საუბრობდნენ.
“ამომრჩეველს ინფორმაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს, ეს დღეს არ ხდება და რამდენადაც შევძლებ აქ მინდა რომ წარმოგიდგინოთ ის, რისთვისაც მე მოვდივარ. როგორც თქვენ ხართ თავისუფალი დამოუკიდებელი მხარე, ასე ვარ მეც. მე სიმართლეს მთქმელი ვარ, სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, რომ პენსიები გაზარდოს, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ეკონომიკა სწრაფად დააყენოს ფეხზე, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს თქვენს დასაქმებას. რის გაკეთებასაც შევძლებ, ამას გეტყვით მხოლოდ.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნათია დათუკიშვილი