ახალი ამბები

სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და დამსვენებლების მიღებას 2020 წლიდან შეძლებს.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 130 ნომრიან სასტუმროს შემადგენლობაში შევა სპა, ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.
,,პროექტი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია, 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მილიონ დოლარს შეადგენს”,-განაცხადეს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა.

ამჟამად საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს აჭარბებს. დღეის მდგომარეობით კი, მათში ჯამურად 218 მილიონ დოლარზე მეტია უკვე ინვესტირებულია.

ფოტო: bpn.ge

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი