ახალი ამბები

ახმეტაში დასაქმებისა და არაფორმალური განათლების თემატიკაზე ფორუმ-თეატრი ჩატარდება

გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ოფისის (Save the Children in Georgia) და ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით დღეს, 12:00სთ-დან 18:00 სთ-მდე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი დასაქმებისა და არაფორმალური განათლების თემატიკაზე. 
ღონისძიება წარმოადგენს EU4YOUTH პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ (“Better Skills for Better Future”) ნაწილს და ხორციელდება ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლობით.
,,დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოჩინონ დასაქმებასა და არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ჩაერთონ დისკუსიაში. პროგრამა „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ (EU4YOUTH) ფოკუსირებულია ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდაზე. პროგრამა მოიცავს ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებასა და მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ (“Better Skills for Better Future”) ხორციელდება გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს (Save the Children in Georgia) მიერ, საქართველოს მთავრობასთან, ასევე რეგიონალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას”,- განაცხადა EU4YOUTH პროექტის ოფიცერმა ზურა მირზიკაშვილმა.
მირზიკაშვილის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ფეისბუქ გვერდზე: ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან გასაუბრება ან სააპლიკაციო ფორმის შევსება. (https://docs.google.com/…/1FAIpQLSfqIU7QSrLKTsrru-…/viewform)