ხვალ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში პრეზენტაცია გაიმართება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ხვალ 14 სექტემბერს, 10:30 საათზე, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში საქართველოს განათლების რეფორმას წარადგენს. მთავრობის მთავარი ამოცანაა განათლების სისტემაში 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი განათლების, სასკოლო განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია – განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.
მოამზადა ნათია დათუკიშვილმა.