ახალი ამბები

საჯარო სამსახურში შეზღუდვა დაწესდება იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც ჯარი არ გაუვლიათ

საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ, სამართლებრივი შეზღუდვები დაწესდება.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტშის თანახმად, ზუსტდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა საჯარო სამსახურში დანიშვნისას დასაწესებელი შეზღუდვები
„კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია. პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების 
მიერ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები. ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა,“-აღნიშნულია კანონპროექტში.
მთავრობა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.