ახალი ამბები

სოფელ ომალოში ფესტივალი აქთუშეთიი ჩატარდება

ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც knews.ge-ს ახმეტის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ლექციები, სემინარები, გამოფენები, დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური ფილმის ჩვენებები, ლაშქრობები ბავშვებისთვის და სხვა აქტივობები.
“12 და 13 აგვისტოს სოფელ ომალოში შესაძლებლობა გექნებათ შეუიარაღებელი თვალით უყუროთ მეტეორების წვიმის ყველაზე კულმინაციურ ნაწილს. ფესტივალის მიწურულს კი ქართველი და უცხოელი მხატვრებისა და კერამიკოსების გამოფენა გაიმართება. “აქთუშეთიი” ასევე წარმოადგენს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც შეიქმნება 1 კვირიანი ექპსედიციის ფარგლებში თუშური მითოლოგიის თემაზე. გამოფენაზე ასევე ნაჩვენები იქნება ამირან არაბულის მიერ გადაღებული ფოტოები. ამასთან, ლევან ჯობავას მეთაურობით გაიმართება რაგბის გაკვეთილები და ლაშქრობები სპეციალურად ბავშვებისთვის. ყოველ საღამოს მოეწყობა ფილმების ჩვენება მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში გაიმრთება ეთერ თათარაიძის, ამირან არაბულის, მამუკა ჯაფარიძის, კახა ჭოტიაშვილის, ანა მიქაძის, ანდრო გიგაურის, გიორგი ცოცანიძის, ლევან ვერძულის და სხვების ლექციები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ადმინისტრაცია დამსწრეებს თხოვს, უსახსოვრონ ერთი ან მეტი წიგნი ბიბლიოთეკისთვის. ბიბლიოთეკით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები, რომელთათვის მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადეს ახმეტის მერიაში. 
ფესტივალი “აქთუშეთიი 2018” 19 აგვისტოს დასრულდება.