ახალი ამბები

სოფელ ჭანდარის ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ინფორმაციას სააგენტო “აიპრესი” ავრცელებს.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მულით, რომელიც თანხის მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. 
სოფელ ჭანდარის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა. ბაღის სარემონტო სამუშაოებზე 29 000 ლარამდე დაიხარჯა.