სტიქიამ გურჯაანის სოფლები დააზარალა
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერმა განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად სოფელ ზიარის ხევი ადიდდა და გამოსულმა წყალმა გზის გადასასვლელი ნაწილი დააზიანა. არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ძლიერი წვიმის შედეგად ზიარის ხევი ადიდდა და გადმოსულმა წყალმა გზის გადასასვლელი ნაწილი დააზიანა. სტიქიამ სოფელი ჩალაუბანიც დააზარალა, სადაც დაზიანებულია წყლის სათავე-ნაგებობა და მოსახლეობის წყალმომარაგება შეფერხებულია. ქალაქ გურჯაანში „ნავთის ხევში“ უხვმა ნალექმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა. დაზარალაბეულია სოფელი ჭანდარიც. ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა ჭანდრის ხევმა საუბნო გზის ნაწილი და ხევის ნაპირი მოანგრია. დაზიანებული გზის აღდგენა და ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე დაიწყო“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.