სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი დიაგნოზი გაიხსნა
სამედიცინო ცენტრი “დიაგნოზი” საგარეჯოს მერმა გიორგი რბოწანაშვილმა გახსნა. როგორც knews.ge-ს ერბოწანაშვილმა განუცხადა, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან – წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული ყველა მიმართულების სპეციალისტები.
„ყველასთვის ცნობილია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელები საკმაოდ სოლიდური რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. მათ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ქალაქ საგარეჯოში, ანუ საცხოვრებელი ადგილიდან საკმაო მანძილზე უწევდათ სიარული. „დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში იფუნქციონირებს. პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. სამედიცინო ცენტრ „დიაგნოზს“ აქვს არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. შესაბამისად, 24-საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას“- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ერბოწონაშვილმა.
სამედიცინო ცენტრის გიორგი ერბოეწანაშვილის გარდა, მისი მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.