ახალი ამბები

GEORGIA CAPITAL -მა “ქინძმარაულის მარანის” 60%-იანი წილი იყიდა

გარიგების ღირებულება 7 მილიონ 200 ათასი დოლარია. 
„ქინძმარაულის მარანი“ 350 ჰექტარზე განთავსებულ ვენახებს კახეთში ფლობს.
ირაკლი გილაურის განცხადებით, ჯგუფი მომდევნო 3 წელში მფლობელობაში არსებული ვენახების მოცულბის 1000 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს. 
მისივე თქმით, ღვინის ბიზნესის მიმართულებით გააქტიურება ჩინეთთან და ევროკავშირთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს უკავშირდება, რომლის შედეგადაც საექსპორტო ბაზრების მოცულობა გაიზარდა.