ახალი ამბები

თელავში მდებარე სასტუმრო “ალაზნის ველს” 20 ოთახი დაემატება

პროგრამის მხარდაჭერით შპს “ელგი” 31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახს დაამატებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოვების შემდგომ სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით, საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები. შპს “ელგის” ინფორმაციით, სასტუმრო 2018 წლის ბოლოს გაიხსნება. 
,,შპს „ელგი” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ “აწარმოე საქართველოში” დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე, #75-ში. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და მომხმარებლებისთვის კეთილმოწყობილ გარემოს შექმნის”, – განუცხადეს KNEWS.GE-ს კომპანიაში.