ახალი ამბები

ლანძღვა-გინება პირის 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. 
მოსალოდნელი ცვლილებებით, ლანძღვა-გინება ან მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება პირის 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. 
,,კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, გათვალისწინებულია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. ცვლილებებით, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა”, -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.