ახალი ამბები

სოფელ ახაშენში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თებერვალში გაიხსნება

Akhasheni Resort-ს კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) აშენებს. 
სასტუმროს მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს ბანკმა DCFTA-ს პროექტის ფარგლებში დააფინანსა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ 300 ათასი დოლარია. 
როგორც knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, სასტუმროში 35 ნომერი იქნება. 
,,გურჯაანში ტურიზმის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. სასტუმრო განთავსდება ვენახებში და ვფიქრობ, ეს უნიკალურია. ასევე, სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. თუ ბევრი ტურისტი ისარგებლებს ჩვენი სასტუმროს მომსახურებით და იქნება დიდი მოთხოვნა, საქმიანობას გავაფართოვებთ“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ტურისტებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.