ახალი ამბები

საგარეჯოში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალურ სტადიონს სრულ რეაბილიტაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოეწყობა ახალი მინდვრის საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თანამედროვე ტიპის სტადიონით სარგებლობა ნებისმერ პირს შეეძლება. 
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 40 % უკვე შესრულებულია. 
,,სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპის ფარგლებში იგეგმება შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი სტადიონი 10 ათასზე მეტ ადგილობრივს მოემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული”,– განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.