ახალი ამბები

გუბერნატორი – მომავალ წელს კახეთს 400-მდე სასტუმრო ნომერი დაემატება

 ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ტურისტების მოსაზიდად და ამ მიმართულების განვითარებისთვის მომავალ წელს კახეთს 400-მდე სასტუმრო ნომერი დაემატება.
,,თელავის მუნიციპალიტეტში 2 ბრენდული სასტუმრო გაიხსნება – Radisson წინანდალში და Holiday Inn თელავში. ფართოვდება ასევე ლოპოტას კომპლექსი. კახეთის მხარეში არაერთი სასტუმროს პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, ასევე, არის Rooms საგარეჯოში, KTW-ის პროექტი ყვარელში. შენდება ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, რომლებიც ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა. რაც შეეხება Golden Tulip-ის ბრენდულ სასტუმროს, რომელიც თელავში ყოფილი „ინტურისტის“ ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას, არსებობს მოლოდინი, რომ რენოვაცია მომავალი წლიდან დაიწყება. უნდა ითქვას, რომ კახეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პერსპექტიული მიმართულებაა ინვესტიციების განხორციელების კუთხით”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.