ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულოში 36 მამაკაცი და 3 ქალბატონი შევიდა

როგორც Knews.ge-ს #12 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, საკრებულოში მხოლოდ ,,ქართული ოცნებას” ეყოლება ქალი წარმომადგელები.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემით 9 მანდატი ,,ქართულმა ოცნებამ“, 3 “ევროპულმა საქართველომ”, 2 ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 1 ,,პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. მაია ჩუთლაშვილის თქმით, 24 მაჟორიტარული მანდატიდან 22 ,,ქართულ ოცნებას“ 2 კი ,,ევროპულ საქართველოს“ ერგო. 

მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს წევრები გახდნენ:

,,ქართული ოცნებიდან”-
ზურაბ სიმონიშვილი, აკაკი ფოცხვერაშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი, დავითი პაიჭაძე, გიგო მაჩხაშვილი, ზაქარა შოშიაშვილი, ლევანი ხაზიური, გია შაოშვილი, გიორგი მაჭავარიანი, რამაზი უტიაშვილი, თეიმურაზი ზარდიაშვილი, თემური ელიკაშვილი, ზურაბი მუხულიშვილი, ზურაბი წინწალაშვილი, თეიმურაზი ზავრაშვილი, ალექსანდრე ბასილაშვილი, გივი რამაზაშვილი, ზურაბი ბადრიაშვილი, ლევანი თევდორაშვილი, ვაჟა მამისაშვილი, გელა ზაკალაშვილი, ვაჟა მაჩხაშვილი.

,,ევროპული საქართველოდან”-
ვალერი ბარნაბიშვილი, ვალერი ირომაშვილი.

პროპორციული სისტემით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოხვდნენ:
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან ”– 
ვანო ბერიძიშვილი , გიორგი ალიაშვილი, ზურაბი ხუროშვილი, ელგუჯა ქათამაძე, მაია ბეროშვილი, ზაზა თოდაშვილი, დალი მინდიაშვილი , მარიამი სირბილაშვილი, თამაზ შიშნიაშვილი.
საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველოდან ” –
გიორგი პეტრუზაშვილი, ვასილი უტიაშვილი, მიხეილ ბეჟანიშვილი.
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადან” – 
თემურ ბუწაშვილი, ნიკა ნიჟარაძე.
,,პატრიოტთა ალიანსიდან“ –
კობა კუპრაშვილი