ახალი ამბები

თელავში ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიებას გახსნიან დუტა სხირტლაძე და გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში გაეროს ერთობლივი პრგრამის მენეჯერი, მაკა მეშველიანი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული აქტივობები, ინსტალაციები და შეჯიბრებები, რომელთა მეშვეობით ღონისძიების სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში გენდერული თანასწორობის და ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.
,,თელავის პრეზენტაციის შემდეგ, 18 და 19 ოქტომბერს, კამპანია გადაინაცვლებს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში, კერძოდ ნაფარეულში, ფშაველში, კისისხევსა და ქვემო ალვანში, სადაც კამპანიის კეთილი ნების ელჩი დუტა სხირტლაძე და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული თანასწოროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. საზოგადოებრივი კამპანიის სლოგანია „თანასწორობა გვჭირდება“. მისი მიზანია, ხაზი გაუსვას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. კამპანია წარმოაჩენს იმ ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან კარიერული წინსვლით დაინტერესებული ქალები, და ხელსუწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების არასაკმარისი ჩართულობის შესახებ”, –განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა. ღონისძიება ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში.