ახალი ამბები

სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართება

როგორც knews.ge–ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნანა ბეგიაშვილმა განუცხადა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნუნ კახური ღვინო, თათარა, კახური ნაზუქები და ა.შ. 
„15 ოქტომბერს სიღნაღს საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმარი ეყოლება. სტუმრები დააგემოვნებენ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიება, აირჩევენ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს. ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განუცხადა knews.ge–ს ნანა ბეგიაშვილმა. 
ღვინის ფესტივალი, რომელიც კონცერტით დასრულდება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.