ახალი ამბები

კაჭრეთში ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნებიც მიიღებენ მონაწილეობას. 
„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს და ტრადიციისამებრ, შეჯიბრების წინ ჩვენს სპორტსმენებს ვსტუმრობთ. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან, მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა, რომელიც საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა გეგმავს სპეციალური პროექტის შემუშავებას, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას შეუწყობს ხელს.