ახალი ამბები

ნიუ-იორკში ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გამოფენაში, სადაც რამდენიმე ქართველი არტისტის ნამუშევარია წარმოდგნელი, ახალგაზრდა მხატვარი თამუნა მჭედლიშვილიც მონაწილეობს. თამუნა წარმოშობით ყვარლიდანაა. მისი შემოქმედება როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს მოიცავს.

„გამოფენისთვის თამუნას რამდენიმე ნამუშევარი შეირჩა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. გამოფენის ყველა მონაწილე საქართველოდანაა და ეს ძალიან დიდი პასუხსიმგებლობაა. მადლობა მინდა გავავუხადო ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ქალბატონ მარიტა დამენიას ქართველი მხატვრების მხარდაჭერისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. “, – განუცხადა knews.ge – ს ნიუ-იორკში მცხოვრებმა იამზე ჩახტაურმა. 

გამოფენის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ნიუ-იორკში ქართველი არტისტების ნამუშევრების წარდგენა უკვე  ტრადიციად იქცა. არაერთი ნიჭიერი შემოქმედი ქვეყნის გარეთ აუდიტორიამ გაიცნო და პოპულარობასაც იხვეჭს. 

Madatart სტუდია და ონლაინ გალერეა  ნიჭიერი შემოქმედისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა დისტანციურად წარადგინოს საკუთარი ხელოვნება.