ახალი ამბები

კახური ვაზის იშვიათი ჯიშებიდან საუკეთესოდ მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი და მირზაანული დასახელდა

,,ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეაფასეს – შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება”, – აცხადებენ ცენტრში.

კვლევითი ცენტრი ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.