ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა

knews.ge-ს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდიმარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.