ახალი ამბები

თელავში ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ამოიღეს

უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
,,სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს რაც საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, ”– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.