ახალი ამბები

თესაუს სტუდენტი კონფერენციაზე ყველაზე ორიგინალური ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების 16-მა სტუდენტმა მიიღო, 3 გამარჯვებული გამოვლინდა. 
,,თელავის სახელმწუფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტს, ქეთევან ფოტოვას სერტიფიკატი და საპრიზო ფონდიდან გამოყოფილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელის 300 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. კონფერენციაში, ასევე, თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტი მარიამ ალბორიშვილიც მონაწილეობდა. მას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა’’, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამეცნიერო კონფერენციას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით გაიმართა.