1. მევენახეები – უხარისხო პესტიციდების გამო მოსავლის 80% გაგვინადგურდა
შეხვედრა, რომელსაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, ფერმერები, მევენახეები და შხამ-ქიმიკატების იმპორტიორები ესწრებოდნენ, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით გაიმართა.
ფერმერების და მევენახეების ინფორმაციით, ვენახის შესაწამლი უხარისხო შხამქიმიკატების გამო მოსავლის 80% განადგურდა. სოფელ ჩუმლაყის მკვიდრის, ნოდარ რუაძის განცხადებით, პრობლემის მოგვარების მიზნით აუცილებელია რეგიონის ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში გაყიდვაში არსებული შესაწამლი ნივთიერებების ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება.