ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი იწვის

ცეცხლი ნუკრიანის კულტურის სახლის სახურავზე 18 დეკემბერს, გვაინ საღამოს გაჩნდა. დაზიანებულია შენობის მეორე სართული და ის ფლიგელი, სადაც სათემო ცენტრი „ნუკრიანი“ და „ნუკრიანის სახელოსნოები“ მდებარეობს,  ჩამოწვა სახურავი ყოფილი თეატრის დარბაზის თავზე. მძიმე მდგომარეობაშია სოფლის უნიკალური ბიბლიოთეკა და დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის ნაწილი.

სოფლის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას თავდაპირველად ერთი სახანძრო მანქანა ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. სიღნაღის სახანძრო სამსახურში knews,ge – ს განუცხადეს, რომ ტექნიკური დახმარება სხვა რაიონების სახანძრო სამაშველო ჯგუფებიდან ითხოვეს. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე გურჯაანისა და ყვარლის სახანძრო ჯგუფები მივიდნენ.

,,შემთხვევის ადგილზე ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანაა მობილიზებული, ცეცხლი კი ძლიერდება. სოფლის კულტურის სახლში განთავსებულია ნუკრიანის სათემო ცენტრი, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი ცენტრი”, – აცხადებდნენ თვითმხილველები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები  დგინდება, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკა და სათემო ცენტრი „ნუკრიანი“ მდებარეობს. ამავე სივრცეში მდებარეობს იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი და ბანკის ფილიალი.  

სათემო ცენტრი „ნუკრიანის“ ინიციატივით, შენობის რეაბილიტაცია და ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა, თუმცა ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო ზარალის დათვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

 ხანძრის გამომწევვი მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილობრივების განცხადებით, სავარაუდოდ, ცეცლის გაჩენა შენობის დაზიანებული ნაწილში სახურავში გაჩენილმა ხანძარმა ცეცხლმა გამოიწყვია.