თელავი სირიელი ხალხის მხარდამჭერ აქციას შეურთდება
,,ჩვენ ვთხოვთ ქვეყნის პრეზიდენტს, ბ‐ნ გიორგი მარგველაშვილს, სახელმწიფოს მთავრობას და მის შესაბამის სტრუქტურებს რომ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება, დაგვეხმაროს შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება., და დროემით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს ქალაქებში განათებები. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გული სტკივა ამ ტრაგედიაზე, მოვიდეს და სოლიდარობა გამოვუცადოთ სირიელ ხალხს”, – აცხადებს knews.ge-სთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ორკოდაშვილი.