ახალი ამბები

ახალგაზრდა თელაველი ფერმერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში მოხდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილი სოფელში უკვე ჩამოასვენეს. ახალგაზრდა ფერმერი ავსტრიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას უძღვებოდა. გიორგი მუმლაურმა მოკლე დროში შეძლო თანამოაზრეების გაერთიანება და სოფელ კურდღელაურში მარწყვის ბაღი გააშენა. გიორგის შესახებ სტატია და რეპორტაჟი „კახეთის ხმამ“ ამ ზაფხულს მოამზადა.

ნახეთ ლინქი: goo.gl/XoxJej

,,კახეთის ხმის” რედაქცია სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.