ახალი ამბები

ზვიად ყვირალაშვილი – ჩემი გამარჯვების შემთხვევაში შხამქიმიკატებზე კონტროლი გამკაცრდება

მისი განმარტებით, ფალისიფიცირებულმა შხამქიმკატებმა და ბაზრის უკონტროლობამ დააზარალა მევენახეები. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მევენახეობის განვითარება სუბსიდირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

,,წელს ძალიან ცუდი რთველი იყო, მოსავლის თვითღირებულებამ გაასწრო საბაზრო ფასს. ჩემი დაპირებაა, რომ მაქსიმალური კონტროლი იქნება შხამქიმიკატებზე. სუბსიდიების სწორი და ეფექტური მართვის, სწორად დაგეგმარების შემდგომ კი იქნება შესაძლებელი მევენახეობის განვითარება. ასევე აუცილებელია გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი აგროკრედიტები, რადგან ჩვენი მიზანია მევენახეობის განვითარება. თითეული მევენახისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო’’, – განუცხადა knews.ge-ს ზვიად ყვირალაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში საჭიროა ბევრი მიმართულებით ცვლილებების განხორციელება, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

,,წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. მე ვერ შევადარებდი 2012 წლის საარჩევნო კამპანიას, იმ ტერორს, რაც მაშინ ხოციელდებოდა, თუმცა მსგავსი ნიშნები ახლაც შეინიშნება. მმართველი პარტია მასიურად ცდილობს სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენბას საჯარო სექტორის საშუალებით. ეს ჩვეული რეჟიმია, რადგან ისინი, ვინც ,,ნაციონალურ მოძრაობაში‘’ ზონდერებად იყვნენ, ახლა ,,ქართული ოცნების’’ სახელით მოღვაწეობენ. ასევე მიმდინარეობს პლაკატების ომი, რაც საარჩევნო კამპანიის თანმდევია. ჩვენ გვაქვს გამარჯვების და უკეთესობისკენ შეცვლის იმედი. ბევრი დაპირება გვაქვს, რადგან სეგმენტურად ბევრი კუთხით არის განსახორცილებელი ცვლილებები’’,– აღნიშნა ყვირალაშვილმა.