ახალი ამბები

პანკისელ დავით ბორჩაშვილს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით.
,,სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია – „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში”,–ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.