ახალი ამბები

რუსეთის ჯარების საქართველოში შემოყვანის მოთხოვნით თელავში აქცია გაიმართა

ღონისძიება სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტური საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ვალერი კვარაცხელიამ knews.ge-ს განუცხადა, რუსეთთან აგრესიული პოლიტიკით ქყვეყნის ინტერესები ზიანდება.
,,უნდა აღდგეს როგორც დიპლომატიური ურთიერთობა, ასევე ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან. სრულად არის შესაცვლელი ჩვენი პოლიტიკა, რადგან თუ აგრესიულად მოვექცევით მათ, ისინიც მტრულად იქნებიან ჩვენდამი განწყობილები. ჩვენი ხელისუფლება იბრძვის, რომ შემოიყვანონ ამერიკის შეერტებული შტატების ჯარები”,–განუცხადა knews.ge-ს კვარაცხელიამ.