ახალი ამბები

,,სოციალისტური საქართველოს” დაფუძნების ყრილობაზე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ხელი დაარტყა. რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა თემურ ფიფია შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.