ახალი ამბები

თელავში შშმ პირთა მხარდამჭერი სპეციალური პროგრამა შემუშავდება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლონეთის ქალაქ ვარშავასა და ლუბლინში თელავის მერიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს. 

,,შეხვედრების მიზანს შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამის გაზიარება და ერთმანეთისთვის ამ კუთხით შესაბამისი მაგალითების გაცნობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობდა გმოცდილების გაზიარება. ქართულმა მხარემ მოინახულა რეაბილიტაციის ცენტრები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ხანდაზმულთა თავშესაფრები. აღნიშნულის მიზანს კომპლექსური მხარდამჭერი პროგრამის შექმნა იქნება რომელიც თელავის შემთხვევაში 2016-2021 წლებს მოიცავს”,–აცხადებენ მერიაში.