ახალი ამბები

კოოპერატივები თანადაფინანსებას მხოლოდ საქართველოში აწყობილ ტექნიკაზე მიიღებენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.
,,სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.”, – განაცხადეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.
სააგენტოს წარმომადგენლებისვე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს შეძლებენ.