ახალი ამბები

ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა – კახეთში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +31, +36° იქნება. 21-24 ივლისს რეგიონში შენარჩუნებული იქნება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30° აღმოსავლეთ საქართველოში +29, +34° იქნება. კახეთის რეგიონში ცვალებადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.