ახალი ამბები

არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში საბათლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და ზემო ქედის მოსახლეობას საჯარო და ყველაზე რეინტინგული კერძო სექტორის სერვისებით სარგებლობის საშუალება ექნება. 
მათ დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის მუნიციპალიტეტის ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ. საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.
,,მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება და ექვსი სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიღებისა, რაც გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას”, – განაცხადა Knews.ge-სთან მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია შეიქმნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.