ახალი ამბები

კაჭრეთში განათლების სისტემის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს

პრეზენტაცია სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს მოიცავდა. განათლების მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე. ჯეჯელავას განმარტებით, ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით განათლების სისტემაზეა დამოკიდებული. 
მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების როლი მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რადგან ქვეყანას სჭირდება კონკრეტული დარგის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. ჯეჯელავას თქმით, დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რათა პროფესიული განათლება ახალგაზრდებისთვის გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი. პროფესიული სასწავლო დაწესებულება “აისი”, სადაც ტრადიციულ ქართულ გარემოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და განახლებული სასწავლო აუდიტორიები ერწყმის, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე შეფასა – „სწორედ ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით”.