კოლეჯ ,,აისში” შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროფესიულ სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებითა და განახლებული სასწავლო აუდიტორიებით.
,,კოლეჯში არსებული ღვინის სახლი, მარანი, საწნახელი, ფუტკრის სახლი, საკონსერვო მინი საწარმო, სხვადასხვა სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით”, – განაცხადა ჯეჯელავამ.