კახეთში 2 დღის განმავლობაში სეტყვაა მოსალოდნელი
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახუში აცხადებენ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
,,აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მოსალოდნელია სეტყვა. კერძოდ, კახეთში, ასევე მთასა და მაღალმთაში. ძლიერი წვიმის შედეგად მოსალოდნელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა და ღვარცოფები. არ არის გამორიცხული მეწყრული მოვლენებიც”, – განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, 7 ივლისს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. საქართველოში დღისით ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს. 8 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს, ზოგან ძლიერადაც. 9-11 ივლისს კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.