ახალი ამბები

ყვარელში მოსულმა სეტყვამ 150 ჰექტარი ვენახი და ნარგავები დასეტყვა

3 ივნისს, საღამოს  მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყვარლის სოფლების უმეტესობა დააზარალა. როგორც ადგილობრივებმა knewes.ge -ს განუცხადეს, სეტყვას ძლიერი ქარი და წვიმა ახლდა თან, რის გამოც ზარალი უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. წინასწარი ინფორმაციით, ყვარელში საერთო ჯამში 200 ჰექტრამდე ნაკვეთია დასეტყვილი. საშუალოდ დაზიანება სტიქიის ზონაში 70-80% აღწევს. 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შედეგად მოხდება მოსახლეობისათვის დამხარების გაწევა. 

ჩვენი ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურმა გარკვეული ღონისძიებები გაატარა, თუმცა უშედეგოდ, ადგილობრვთა განცახდებით, ღრუბელს ესროლეს, თუმცა სეტყვის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.