ახალი ამბები

ზემო ალვანის სკოლის მოსწავლეები პლასტმასის ბოთლებისაგან სათბურს აშენებენ

პროექტი „მწვანე სათბური“ მიზნად ისახავს ნარჩენების მდგრადი მართვის დემონსტრირებას პლასტმასის ბოთლების სხვა დანიშნულებით გამოყენებით. ეკო კლუბი პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR). ფარგლებში გამოცხადებული მცირე სასკოლო გრანტების ერთ–ერთი გამარჯვებულია. როგორც knews.ge-ს პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახრის უფროსმა რუსუდან გორხელაშვილმა განუცხადა, მოსწავლეებმა მიზნის განსახორციელებლად უნდა შეაგროვონ „ლიკანის“, „ნაბეღლავის“ და „ზედაზენის“ ლიმონათის 1 ან 2 ლიტრიან ბოთლების დიდი რაოდენობა. 
„პლასტმასის ბოთლების სათბური, ერთი მხრივ, ამცირებს პლასტმასის ნარჩენს, მეორე მხრივ იძლევა სარგებელს, როგორც უფასო მასალა. პლასტმასის გარემოში დაშლას რამდენიმე ასეული წელი სჭირდება, სათბურის მაგალითი კი იმის წახალისებაა, რომ პლასტმასის ნივთებს მოვუძებნოთ სხვა დანიშნულება, გამოვიყენოთ, როგორც რესურსი და არ გადავყაროთ ნაგავსაყრელზე“, – განუცხადა knews.ge-ს რუსუდან გორხელაშვილმა. 
ეკო კლუბის დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიწერონ WMTR Program-ს ფეისბუქის გვერდზე ან დარეკონ ნომერზე: 558 11 42 10. ბოთლების ჩაბარება, ასევე, შესაძლებელია მისამართებზე: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, გურამიშვილის ძეგლთან; ქავთარაძის ქუჩაზე და ორპირის ქ. N2-ში.